მაღალი ხარისხის ერთგულება 2003 წლიდან
გილოცავთ ჩვენი სკოლის მფარველი წმინდანის დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს!! ბრიტანეთიდან ჩვენი მოსწავლეების ზაფხულის სესიის საერთაშორისო საგამოცდო სერტიფიკატები მივიღეთ. წელს განსაკუთრებულ წარმატებას მივაღწიეთ. ვულოცავ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს ასეთ მაღალ შედეგებს. ნოემბრის მოკლე სასწავლო თვის მიუხედავად, ბევრი საინტერესო და სახალისო სასწავლო თუ შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა სკოლაში. გთხოვთ განაგრძეთ კითხვა, ნოემბრის თვის სიახლეებში ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ. . .
BGS-ში სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამოცდილება იყო, რომელმაც ძლიერი საფუძველი ჩაუყარა ჩემს მომავალ განვითარებას. BGS-ში უნიკალური და სიცოცხლით სავსე გარემო უზრუნველყოფილია როგორც სტუდენტების, ასევე მასწავლებლების მიერ. ასეთმა გარემომ არა მხოლოდ გაამდიდრა და გააღრმავა ჩემი აკადემიური ცოდნა, არამედ გააფართოვა ჩემი თვალსაწიერიც და მომამზადა ჩავბმულიყავი მულტიკულტურულ სამყაროში. ბრიტანულმა და ქართულმა განათლებამ, რომელსაც სკოლა გვთავაზობს, დახვეწა ჩემი კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და პირადი პასუხისმგებლობის უნარები, რამაც უდავოდ მომამზადა საუნივერსიტეტო სწავლებისთვის. ბიჯიესის სრულყოფილმა მიდგომამ განათლების მიმართ უზრუნველმყო ისეთი განათლებით, რომელმაც გზა გამიხსნა ევროპის უნივერსიტეტებში. ამ განათლებით ჩავირიცხე მადრიდის უნივერსიტეტში და ვიყავი გაცვლით პროგრამაში ლონდონის ბეის ბიზნეს სკოლაში. ამჟამად ვარ IE უნივერსიტეტის…
ბიჯიესში სწავლამ უნიკალური საშუალება მომცა, განათლება ეროვნული და ბრიტანული სასწავლო პროგრამებით მიმეღო და მრავალეროვნული სამყაროს განსხვავებულ მოსაზრებებს ვზიარებოდი. ამ ყველაფერმა კი, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი საგრძნობლად განმივითარა. ბიჯიესის მაღალაკადემიურ გარემოში სწავლა იდეალური მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებისა და თანამედროვე საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბებისათვის. უფრო მეტიც - ეროვნულ გამოცდებთან ერთად ბრიტანული საერთაშორისო საატესტატო და საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარებამ დიდი უპირატესობა მომანიჭა ევროპის მრავალ საუნივერსიტეტო კონკურსში. საბოლოოდ ჰააგის უნივერსიტეტზე შევაჩერე არჩევანი და მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი მოწოდება კვების პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიის შესწავლა იყო. ლუკა მთიულიშვილი 2020 წლის კურსდამთავრებული
სამი წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ მომავალში ექიმი უნდა გავმხდარიყავი. ჩემი ღრმა რწმენით, ამ რთული და საპასუხისმგებლო პროფესიისათვის საჭირო უნარები სწორედ ბიჯიესში ჩამომიყალიბდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ რთულია და დროის იდეალურ მენეჯმენტს გულისხმობს. ამას გარდა, ექიმს საკუთარ სფეროში არსებული უცხოური სიახლეების გაცნობის, კრიტიკული აზროვნების, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, პრობლემების დროულად გადაჭრის, სხვებზე ზრუნვისა და ქველმოქმედების გაწევის უნარიც უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი სწორედ ბიჯიესში სწავლის გამოცდილებამ განმივითარა. ვფიქრობ, ამ სკოლის დამთავრების შემდეგ, სადაც ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით, ჩვენ ყველანი ჩამოვყალიბდით დამოუკიდებელ პიროვნებებად და მარტივად შეგვიძლია შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ცხოვრებაში გვხვდება. ლიზა მეტრეველი 2019 წლის კურსდამთავრებული
BGS-ში სწავლამ მომცა საშუალება, მიმეღო ხარისხიანი ბრიტანული და ქართული განათლება, რომელიც ორიენტირებულია ისეთი თვისებების გამომუშავებაზე, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, გუნდური მუშაობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა უნივერსიტეტში უფრო მარტივად ადაპტირებაში. ჩემი აზრით, BGS-ის მთავარი ღირსება არის ის მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო, რომელსაც სკოლის თითოეული თანამშრომელი მოსწავლეებთან ერთად ქმნის. მაშო ოკრიბელაშვილი 2022 წლის კურსდამთავრებული