x
B G S S c h o o l

ექსკლუზივი – ჩვენი სკოლის გამოცემული წიგნები

სასწავლო პროცესის გასახალისებლად, უკეთ ასათვისებლად თუ შესამეცნებლად, სკოლა აქტიურად მუშაობს და გამოსცემს ექსკლუზიურ წიგნებს – დამატებით სასწავლო რესურსებს.

უკვე დაბეჭდილია და სასწავლო პროცესში გამოიყენება:

  • ინგლისური ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს ორტომეული;
  • ინგლისური ენის სახელმძღვანელო პირველკლასელთათვის (BGS Graphonics) – მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, ზღაპრები;
  • ცოცხალ ორგანიზმთა ინგლისურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონი;
  • „ჩემი სკოლის წიგნი“, რომელიც გვაცნობს ჩვენივე მოსწავლეების შემოქმედებას;
  • „ნამდვილი ზღაპარი“ – შემეცნებითი ხასიათის დამხმარე სახელმძღვანელო.

სკოლა ყოველწლიურად ბეჭდავს ე. წ. წლის წიგნს, რომელიც არის სამახსოვრო გამოცემა თოთოეული მოსწავლისა თუ მშობლისათვის.

სკოლას აქვს საკუთარი რვეულები მოსწავლეებისათვის და ბრიტანული გამოცდილების მიხედვით შექმნილი სპეციალური სამუშაო დღიურები გაკვეთილების დასაგეგმად მასწავლებელებისთვის.