პიერსონ-ედექსელის საერთაშორისო ატესტატი (Pearson Edexcel International GCSEs) შედგება აკადემიურ დისციპლინათა ცოდნის დამადასტურებელი კვალიფიკაციებისაგან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბითაა აღიარებული. დისციპლინათა შინაარსი და მათი შეფასების კრიტერიუმები უცხოელ მოსწავლეებზეა გაანგარიშებული.
ატესტატის მოსაპოვებელი სასწავლო პროგრამა გულისხმობს სწავლა-სწავლების პროცესში კონკრეტულ დისციპლინათა სფეროში თანამიმდევრულსა და ეტაპობრივ მოგზაურობას, რომელსაც ხელს უწყობს ჩვენი სკოლისათვის ხელმისაწვდომი დამხმარე რესურსები თუ სხვა ტიპის მომსახურეობები.
ყველა სასწავლო რესურსი ითვალისწინებს საერთაშორისო კონტექსტს და გათვლილია მოსწავლეთა მაღალი საერთაშორისო სტანდარტით განათლებასა და საუკეთესო შედეგების მიღწევაზე ადგილობრივად, ქვეყნიდან გაუსვლელად.
მოსწავლეთა სახელმძღვანელოები უმაღლესებში სწავლის გასაგრძელებლად და ახალგაზრდათა შრომითი დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებასაც ითვალისწინებს; ამ უნართა განმავითარებელი სასწავლო მასალა თავად სახელმძრვანელოებშიც გარკვევითაა მითითებული, რაც მოსწავლეებს უადვილებს მათ გააზრებას, მიღწეული შედეგების გადამოწმებასა და მათ ჯეროვნად გამოყენებას.
საერთაშორისო საატესტატო გამოცდების ჩაბარება ხელს უწყობს მოსწავლეებს უმაღლესში მისაღები გამოცდების, A level -ების ჩაბარებასა და უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში.