ბიჯიესში სახლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა
პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბიჯიესის სტადიონზე სახლების საზეიმო დაჯილდოება მოეწყო, სადაც მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების შესაჯამებლად შეიკრიბნენ.
წლის განმავლობაში გამართულ სპორტულ, მუსიკალურ თუ ინტელექტუალურ შეჯიბრებებში სხვადასხვა ნომინაციით ყველა სახლი დაჯილდოვდა, თუმცა მაქსიმალური ქულების დაგროვება და საბოლოო გამარჯვება კვლავ იბერების სახლმა მოიპოვა. განსაკუთრებული აღიარება ხვდა წილად ლიზა ენდელაძეს, რომელმაც ქულების რეკორდულ რაოდენობაში უმნიშვნელოვანესი ოქროს სიგელი მოიპოვა.
ღონისძიება განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა კურსდამთავრებულებისთვის — Head Girl მარიამ დავითულიანისა და Head Boy ალექსანდრე ლაბაძისთვის, რომლებმაც სკოლას გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს. საკუთარი ჰიმნების ფონზე სერტიფიკატები გადაეცათ ჰაუსის კაპიტნებსა და წლის გმირებს. ცერემონიაზე საზეიმოდ დაასაჩუქრეს სახლის გმირები და კოორდინატორები, დღესასწაული კი, ტრადიციისამებრ, მხიარული თამაშობებითა და ნაყინის დაგემოვნებით დასრულდა.
ვულოცავთ ყველა ბიჯიესელს კიდევ ერთი წარმატებული სასწავლო წლის დასრულებას!


Leave A Comment