Les Roches ბიჯიესში

ბიჯიესს სასტუმრო ბიზნესისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტის, Les Roches-ის წარმომადგენელი ესტუმრა. შეხვედრა X, XI და XII კლასის მოსწავლეებთან გაიმართა.
წარმომადგენელმა მოსწავლეებს უნივერსიტეტი და მისი საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო, დეტალურად ისაუბრა მიღების პროცედურებზე და უფროსკლასელების კითხვებს უპასუხა. შეხვედრა მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ის მათ მომავალი აკადემიური გზის დაგეგმვაში დაეხმარება.
მადლობას ვუხდით Les Roches-ს თანამშრომლობისთვის!

Leave A Comment