გასვლითი გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის მუზეუმში
ბიჯიესში სასწავლო პროცესი მხოლოდ საკლასო ოთახებით არ შემოიფარგლება. მოსწავლეებისათვის მასალის უკეთ ათვისებისა და ინტერესის გაღრმავების მიზნით, სკოლა მუდმივად ატარებს გასვლით საგანმანათლებლო შეხვედრებს.
ბიჯიესის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესწავლა დაიწყეს, ამიტომ მათთვის გასვლითი გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში მოეწყო.
საგნობრივი ტურის განმავლობაში მოსწავლეები მწერლის მდიდარ მემკვიდრეობას გაეცნნენ. მუზეუმის სივრცეში ჩატარებულმა საინფორმაციო-შემეცნებითმა გაკვეთილმა მათ საშუალება მისცა, ახალი სასწავლო თემატიკა ბევრად უფრო საინტერესო და თვალსაჩინო გარემოში აეთვისებინათ.


Leave A Comment