ბიჯიესის უფროსკლასელთა ფეხბურთის გუნდის გამარჯვება ამხანაგურ მატჩში
ბიჯიესის IX-XII კლასების მოსწავლეებისგან შედგენილმა საფეხბურთო გუნდმა ამხანაგური შეხვედრა ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიასთან გამართა. საინტერესო და დაძაბული თამაში ჩვენი მოსწავლეების გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
ბიჯიესში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობების მხარდაჭერა სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ წარმატებას და ახალ სპორტულ მიღწევებს ვუსურვებთ!


Leave A Comment