x
B G S S c h o o l

ღია გაკვეთილები პირველი კლასის მშობლებისათვის

  ყოველ წელიწადს სკოლა პირველკლასელთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს ერთი დღე შვილებთან ერთად გაატარონ და დააკვირდნენ მთელ სასწავლო პროცესს.

საახალწლო ღონისძიება თანამშრომლებისთვის

  29 დეკემბერს თანამშრომლებისათვის საახალწლო წვეულება გაიმართა სკოლაში. ყველადეპარტამენტმა საინტერესო ნომერი წარმოადგინა, ჩატარდა თამაშები და კონკურსები,მუსიკალური და საცეკვაო ნომრები ცვლიდა ერთამანეთს. დატვირთული სემესტრისბოლო დღე ხალისიანი აღმოჩნდა.

BGS-ის ყოველწლიური განსაკუთრებული დღე

  BGS-ში მეათე წელია ნოემბერში განსაკუთრებულად აღინიშნება ბრიტანეთიდან გამოგზავნილი საერთაშორისო გამოცდების სერთიფიკატების გადაცემა მოსწავლეებისათვის. წლების განმავლობაში ჩვენი მოსწავლეების შედეგების საშუალო მონაცემი ბრიტანეთის საშუალო შედეგებზე მაღალია. შეკრებილთ გულთბილი სიტყვით მიმართეს: სკოლის […]

სასიამოვნო სიახლე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის

პირველიდან მეხუთე კლასის  ჩათვლით მოსწავლეები, დღის განმავლობაში დროს ორჯერ-სამჯერ სუფთა ჰაერზე ატარებენ. ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს პირველ და მეორე კლასელებს დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ჩაუტარდებათ, ხოლო ოთხშაბათსა და პარასკევს მესამე, მეოთხე […]

წიგნის კლუბი

  სიხარულით გვინდა გაცნობოთ რომ Scholastic-ის წიგნების პირველი შეკვეთა უკვე ჩამოვიდა, რასაც მშობლებისა და მოსწავლეებისაგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამ შეკვეთების წყალობით, სკოლის ბიბლიოთეკას $80-ის წიგნები დარჩა საჩუქრად. ახალი შეკვეთა შესაძლებელი […]

გილოცავთ გიორგობას!

  ჩვენი სკოლისთვის გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებულია. წელს ამ დღეს სკოლა ისვენებდა, 24 ნოემბერს კი საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშსა (,,რა? სად? როდის?“) და საჭადრაკო ტურნირში. თამაში […]

ხსოვნის დღე

  BGS-ის მოსწავლეებმა ბრიტანული ტრადიციის თანახმად, კიდევ ერთხელ მეთერთმეტე თვის მეთერთმეტე დღეს, წითელი ყაყაჩოებით პირველ მსოფლიო ომში დაღუპული გმირები მოიგონეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

უფროსკლასელები უმცროსკლასელებს ასწავლიან

  X კლასის მოსწავლეებმა  ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ ,,ვეფხისტყაოსანს” პროექტის ფარგლებში თავიანთი შარშანდელი გამოცდილება (,,ვეფხისტყაოსნის’’ ხელნაწერი ვერსიის შექმნის შესახებ) გაუზიარეს უმცროსკლასელებს. ეს იყო საინტერესო შეხვედრა, მათ ბავშვებს უჩვენეს თავიანთი ნამუშევარი, აუხსნეს, […]

საქველმოქმედო აქცია COATS

  საქველმოქმედო აქცია COATS შევმოსოთ უპოვარი ბავშვები ზამთრის სამოსით საქართველოში უკვე მერვე წელია ტარდება. BGS უკვე რამდენიმე წელია ამ აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. სკოლაში გროვდება: თბილი სამოსი, წიგნები, სათამაშოები, ფეხსაცმელი […]

მშობელთა კრებები

ოქტომბრის ბოლო კვირას საშემოდგომო არდადეგების წინ, სკოლის ყველა კლასისათვის ჩატარდა მშობელთა კრება, რომლის დროსაც ყველა მასწავლებელთან ინდივიდუალური შეხვედრის საშუალება ეძლევა მშობელს. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია.