x
B G S S c h o o l
 

საქველმოქმედო აქცია COATS

შევმოსოთ უპოვარი ბავშვები ზამთრის სამოსით საქართველოში უკვე მერვე წელია ტარდება. BGS უკვე რამდენიმე წელია ამ აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

სკოლაში გროვდება: თბილი სამოსი, წიგნები, სათამაშოები, ფეხსაცმელი და სხვა ნივთები 300-ზე მეტი ბავშვისათვის. გარდა ნივთებისა, გამოვაცხადეთ ,,დღე ფორმის გარეშე’’ და შევაგროვეთ 700 ლარამდე, რაც აგრეთვე უპოვარ ბავშვებს მოხმარდებათ.

BGS-ის მოსწავლეები ამ პროექტში მოხალისეებადაც მონაწილეობენ. დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და მშობლებს თანადგომისათვის.