x
B G S S c h o o l
 

სიხარულით გვინდა გაცნობოთ

რომ Scholastic-ის წიგნების პირველი შეკვეთა უკვე ჩამოვიდა, რასაც მშობლებისა და მოსწავლეებისაგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამ შეკვეთების წყალობით, სკოლის ბიბლიოთეკას $80-ის წიგნები დარჩა საჩუქრად. ახალი შეკვეთა შესაძლებელი იქნება იანვარში.

ჩვენი ინგლისელი მასწავლებლები, რენე და ლუსი თვის განმავლობაში მოსწავლეებთან ბიბლიოთეკაში აქტიურად მუშაობენ. ზოგიერთმა მოსწავლემ უკვე დაწერა წაკითხული წიგნის შეფასება/შთაბეჭდილება. სემესტრის ბოლოს ჩატარდება წიგნის კლუბის პირველი სემესტრის დასკვნითი ღონისძიება და სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებით მონდომებულ BGS-ელ წიგნის მოყვარულებს დააჯილდოებს.