ევაკუაციის სასწავლო განგაში ბიჯიესში

უსაფრთხოება ბიჯიესის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სკოლაში ევაკუაციის მორიგი სასწავლო განგაში მოეწყო. მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, შენობა რეკორდულ დროში -2 წუთსა და 16 წამში დატოვეს და უსაფრთხოდ შეიკრიბნენ სკოლის სტადიონზე.
სიმულაციური განგაშის დაწყებამდე მოსწავლეებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დეტალურად განიხილეს ევაკუაციის ძირითადი წესები:

  • განგაშის ზარისთანავე ყოველგვარი საქმიანობის შეწყვეტა;
  • პედაგოგის უკან ჩამწკრივება და დისტანციის დაცვა;
  • სიმშვიდის შენარჩუნება და ორგანიზებული გადაადგილება.

 

პრაქტიკული სწავლებისას ფრესქულის მოსწავლეები, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური თოკითა და მასწავლებლების თანხლებით გადაადგილდებოდნენ. სტადიონზე თითოეულმა კლასმა დამრიგებელთან ერთად ოპერატიულად დაიკავა განკუთვნილი ადგილი.
მსგავსი პერიოდული სწავლებები ეხმარება მოსწავლეებს, საგანგებო სიტუაციებში იმოქმედონ სწორად, მშვიდად და კოორდინირებულად.

Leave A Comment