ბიჯიესი ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრო

წმინდა გიორგის ქართულ-ბრიტანული სკოლის, ბიჯიესის ხელმძღვანელობა 8 ოქტომბერს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, გარეთ უორდის, მასპინძლობით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ღონისძიება საქართველოში Pearson Edexcel-ის საერთაშორისო კვალიფიკაციების ოფიციალურად დამტკიცებას მიეძღვნა.
ეს შეხვედრა ბიჯიესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სკოლა ქვეყანაში ბრიტანული განათლების პიონერია ,- პირველი, ვინც Pearson Edexcel-ის პროგრამები დანერგა.
ბიჯიესი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ახორციელებს Pearson Edexcel iProgress-ის ყველა საფეხურს -დაწყებითი განათლებიდან უნივერსიტეტამდე.
საერთაშორისო პროგრამების განხორციელების 23 წელზე მეტი გამოცდილებით, ბიჯიესი კვლავ ინარჩუნებს სწავლების უმაღლეს სტანდარტებს. როგორც Pearson-ის ოფიციალური საგამოცდო ცენტრი, სკოლა ჩვენს მოსწავლეებს გზას უხსნის მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისკენ.
მიღებამ ბრიტანეთის საელჩოს, Pearson-ისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შორის პარტნიორობისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი და დაადასტურა ბიჯიესის უწყვეტი წვლილი ამ პროცესში.

Leave A Comment