შემოდგომის მარათონი
28 ოქტომბერს ბიჯიესში შემოდგომის მარათონი გაიმართა,- ფერადი, ხალისიანი და ენერგიით სავსე დღე, რომელშიც სკოლის ყველა კლასის მოსწავლე ჩაერთო.
დღის მთავარი მოვლენა სკოლის სტადიონზე გამართული მხიარული სტარტები იყო. ოთხი სახლის წევრები სხვადასხვა სპორტულ დავალებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, სადაც სისწრაფესთან ერთად გუნდური და სამართლიანი თამაშიც იყო საჭირო. მოსწავლეები თანაგუნდელებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. იბერების, კოლხების, ბრიტებისა და კელტების ფერებმა სკოლის ეზო ნამდვილ შემოდგომის პალიტრად აქცია.
მოეწყო გამოფენაც. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა თიხისგან შემოდგომის ფოთლები გამოძერწეს და ნაირფერად მოხატეს.
ასეთი დღეები მოსწავლეებს გუნდურ სულისკვეთებას უღვივებს, სახლების წევრებს შორის მეგობრობას აძლიერებს და სასკოლო ცხოვრებას კიდევ უფრო ფერადსა და დასამახსოვრებელს ხდის.


Leave A Comment