სპორტული დღეები ბიჯიესში
ბიჯიესში სასწავლო წლის მიწურულს ტრადიციული სპორტული დღეები მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები სახლების სისტემის მიხედვით დაკომპლექტებული გუნდებით მონაწილეობდნენ. ღონისძიებებმა როგორც დაწყებით, ისე უფროს საფეხურებზე საინტერესო და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩაიარა.
დაწყებით საფეხურზე სახლებს შორის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. დაძაბული თამაშების შედეგად, პირველი ადგილი იბერების გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე კოლხები გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი კელტების სახლს ხვდა წილად.
რაც შეეხება უფროს საფეხურებს, VII–XII კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ მარათონში, რომელიც ლისის ტბის ტერიტორიაზე მოეწყო. მოხალისეები სახლების მიხედვით ოთხ გუნდად გადანაწილდნენ. მარათონში საუკეთესო შედეგი კელტების სახლმა აჩვენა და პირველი ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე ბრიტების გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი კოლხების სახლმა დაიკავა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს აქტიურობისთვის, მაღალი სპორტული სულისკვეთებისა და გუნდური მუშაობისთვის. სპორტულმა დღეებმა კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი მოსწავლეებს შორის მეგობრული კავშირების გაძლიერებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.


Leave A Comment