x
B G S S c h o o l
 

რა? სად? როდის?

ბიჯიესში ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა ყველასათვის საყვარელი ინტელექტუალური თამაში – რა? სად? როდის? აღსანიშნავია, რომ გუნდები სახლების მიხედვით იყო დაკომპლექტებული. სეზონი გახსნეს სახლების წამყვანმა გოგონამ და ბიჭმა. ბარბარე კვაჭანტირაძემ და მიშო სამხარაძემ მოსწავლეებს შეახსენეს თამაშის წესები. შეხვედრას ტრადიციულად ბატონი მანუჩარ გუნცაძე წარუძღვა. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაშის შედეგად IX-XII კლასებს შორის პირველ ადგილზე გავიდნენ იბერები, მეორეზე კი კელტები. VII-VIII კლასებს შორის კი პირველი ადგილი მოიპოვეს ბრიტებმა, მეორე კი იბერებმა. ფინალური თამაში გაიმართება ამ გუნდებს შორის.

Leave A Comment