x
B G S S c h o o l
 

ერთდროულად რვა ქვეყანაში მოგზაურობა

საერთაშორისო კვირეული სახლების სისტემის პირველი მასშტაბური პროექტი იყო ბიჯიესში. მოსწავლეებმა კენჭისყრის შედეგად ამოირჩიეს ქვეყნები:

  • კოლხები: იაპონია/კენია
  • იბერები: იტალია/მექსიკა
  • კელტები: თურქეთი/ბრაზილია
  • ბრიტები: გერმანია/ავსტრალია

მათ სამი კვირის განმავლობაში საკმაოდ ბევრი იმუშავეს: მოიძიეს მასალა, გადაინაწილეს ფუნქციები და ძალიან მრავალფეროვნად და საქმიანად წარდგნენ ჟიურის წინაშე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 23 თებერვალს ერთდროულად რვა ქვეყანაში ვიმოგზაურეთ: დავაგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო, გავეცანით იმ ქვეყნების ღირშესანიშნეობებს. ამიტომაც ჟიურის ძალიან გაუჭირდა ერთი გამარჯვებული გუნდის გამოვლენა. ასე რომ თითოეულმა სახლმა გაიმარჯვა კონკრეტული გამორჩეული ნიშნის მიხედვით.
დიდი მადლობა ჩვენს შემოქმედებით და გემოვნებიან გუნდს.

Leave A Comment