პოეზიისა და მუსიკის საღამო

VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს. მათ დაათვალიერეს ისტორიული ექსპონატები, კომპოზიტორის ჩანაწერები, ოპერის პარტიტურა და პირადი ნივთები.
შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები უკვდავი „ვეფხისტყაოსნიდან“, შექსპირის სონეტები, ასევე ბაირონის, ელიოტის, პუშკინის, ფეტის, ცვეტაევასა და ტიუჩევის ლექსები. ბავშვებმა საღამო მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს — შეასრულეს ბეთჰოვენისა და მოცარტის ნაწარმოებები.
ეს, მართლაც, ძალიან თბილი და სამახსოვრო საღამო იყო.

Leave A Comment