„პატარა უფლისწული“ BGS-ში: როცა ლიტერატურა, მუსიკა და ჩრდილების თეატრი ერთიანდება
“ყველა დიდი ადამიანი თავდაპირველად ბავშვი იყო, მაგრამ ძალიან ცოტას თუ ახსოვს ეს…“ – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეს უკვდავი სიტყვები ჩვენი მეხუთეკლასელებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
ქართულ-ბრიტანულ სკოლაში ნამდვილი შემოქმედებითი დღესასწაული მოეწყო. მეხუთეკლასელებმა „პატარა უფლისწულის“ ორიგინალური ინსცენირება შემოგვთავაზეს. ეს სპექტაკლი ლიტერატურისა და მუსიკის გაკვეთილების ინტეგრირების შედეგად შეიქმნა. დადგმა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ედუარდ გრიგის მუსიკალური კომპოზიციების წყალობით გახდა.
სცენა და ჩრდილების თეატრი – ერთიანი სივრცე
წარმოდგენა თავისი ფორმით გამორჩეული აღმოჩნდა: მოსწავლეებმა გააერთიანეს ცოცხალი შესრულება და ჩრდილების თეატრის ესთეტიკა. ბავშვები ერთდროულად იდგნენ სცენაზეც და თეჯირს მიღმაც, სადაც ჩრდილების მეშვეობით წარმოადგენდნენ პერსონაჟებს.
ამ შედეგამდე მოსწავლეებმა საინტერესო მოსამზადებელი გზა გაიარეს:
• დაესწრნენ ჩრდილების თეატრის სპექტაკლს და გაიარეს სპეციალური მასტერკლასი;
• გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე თავად იმუშავეს ფიგურებსა და გმირებზე.
ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია, მუდამ „დიდ ბავშვებად“ დავრჩეთ.


Leave A Comment