მერვეკლასელების შემოქმედებითი პროექტი
იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, 27 ოქტომბერი, ქართული საბავშვო წიგნის დღედაც აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ბიჯიესის მერვე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო შემოქმედებითი პროექტი განახორციელეს.
საბუნებისმეტყველო ცოდნაზე დაყრდნობით, მოსწავლეებმა პატარებისთვის ცხოველებზე ორიგინალური მოთხრობები შეთხზეს და თავადვე დააილუსტრირეს. მზა წიგნები მერვეკლასელებმა მეორე კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს.
პროექტის შთაგონების წყაროდ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ იქცა — წიგნი, რომელშიც დიდმა პედაგოგმა საბუნებისმეტყველო ცოდნაზე დაფუძნებული მოთხრობები შეიტანა.


Leave A Comment