x
B G S S c h o o l
 

14 ივნისს სკოლის სტადიონზე

დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა.
პატარებმა კომპოზიციურად ძალიან საინტერესოდ შეკრული კონცერტი წარმოგვიდგინეს.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ, ემერიტუს დირექტორმა კრისტოფერ გრინფილდმა.
პირველკლასელებს გადაეცათ სერტიფიკატები, მეხუთე კლასის მოსწავლეებს კი საზეიმოდ მივულოცეთ ახალ საფეხურზე გადასვლა.
დაწყებით საფეხურზე წლის საუკეთესო მასწავლებლად ქეთევან გელაშვილი, ხოლო საუკეთესო მოსწავლედ მეოთხეკლასელი ბურჰან კენტი (ნომინაცია საუკეთესო მეგობარი) დასახელდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სპეციალურად ამ საღამოსთვის დაწერილი სიმღერა “BGS” შეასრულეს.