x
B G S S c h o o l
 

16 სექტემბერს BGS-მა ასობით მოსწავლეს

მშობელსა და სტუმარს უმასპინძლა ახალი სასწავლო წლის გახსნაზე.

ტრადიციულად, სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ეკა კვაჭანტირაძემ მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

რა თქმა უნდა, ეს დღე განსაკუთრებულია პირველკლასელთათვის.

სკოლის დამფუძნებლებმა, ქალბატონებმა თამარ ჯაფარიძემ და თამარ ჩხეიძემ პირველკლასელებს საჩუქრად გადასცეს დედაენა და სპეციალურად მათთვის შექმნილი ინგლისური ენის სახელმძღვანელო – BGS-Grafonics. ავტორი თამარ ჯაფარიძე.

გისურვებთ წარმატებულ წელს!