x
B G S S c h o o l
 

12 ივლისს, ტრადიციულად ღია ცის ქვეშ

BGS-ის სტადიონზე სკოლის დამამთავრებელი ღონისძიება ჩატარდა.
წლევანდელი სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ, ემერიტუს დირექტორმა ქრისტოფერ გრინფილდმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და კლასის დამრიგებელმა ირმა ქირიკაშვილმა.
მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის სახალისოა, მაგრამ, ამავდროულად, ნაღვლიანი.
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს! ამავე საღამოზე საბაზო და საშუალო საფეხურის წლის საუკეთესო მასწავლებლად რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – ნინო ჩიხლაძე, ხოლო საუკეთესო მოსწავლედ – ანი ჩიქოვანი (VI კლ.) დასახელდნენ.