ბიჯიესის დაწყებითი საფეხურის გამოსაშვები ღონისძიება
ბიჯიესის მეექვსეკლასელებმა შემდეგ საფეხურზე გადასვლა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. კლასის დამრიგებელთან, ნატა ბენდელიანთან ერთად, მოსწავლეებმა სტუმრებს ის დაუვიწყარი დღეები და მოგონებები გაუზიარეს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სკოლაში დააგროვეს.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ და ინგლისურ ენებზე მიღებულ საფუძვლიან ცოდნას, ასევე იმ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ბავშვებმა სხვადასხვა სასკოლო თუ გასვლითი აქტივობის ფარგლებში შეიძინეს.
შეხვედრას, საპატიო სტუმრების რანგში, პირველკლასელებიც ესწრებოდნენ. მეექვსეკლასელებმა მათ ბრიტანული საერთაშორისო სკოლების ტრადიციების თანახმად, სიმბოლური სერტიფიკატები გადასცეს და მომავალი სასწავლო წლისთვის წარმატებები უსურვეს.


Leave A Comment