x
B G S S c h o o l

დირექტორი გვამცნობს...

ძვირფასო ბიჯიესელებო - მოსწავლეებო, მშობლებო, თანამშრომლებო - გულითადად გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!! რადგან ბიჯიესში პირველი სემესტრი იანვრის ბოლოს სრულდება, დეკემბერი არ იყო გადატვირთული შემაჯამებელი შეფასებებით თუ პრეზენტაციებით და ამიტომ მეტი დრო საახალწლო სამზადისს დაეთმო. ტრადიციულად ყველა კლასმა დამრიგებლებთან ერთად მოაწყო საკლასო ოთახები, სკოლის ფოიეში და დარბაზში კი მოირთო დიდი ნაძვისხეები. ჩვენი მოსწავლეების ხელით დამზადებულმა მრავალფეროვანმა საახალწლო გვირგვინებმა და ნაძვის ხეებმა სკოლის კედლები მართლაც დაამშვენა, 19 დეკემბერს კი ყველამ ერთად აღვნიშნეთ დამდეგი ახალი წელი და საჩუქრები მივართვით ერთმანეთს. დეკემბერი მეტად დატვირთული და წარმატებული აღმოჩნდა ბიჯიესისთვის: ჩვენმა სამმა მოსწავლემ წელსაც დაიმსახურა OPLA-ს ჯილდო, გვყავდა საინტერესო სტუმრები, გვქონდა სპორტული წარმატებები, ჩავერთეთ საქველმოქმედო აქტივობებში . . . ბიჯიესში ზამთრის არდადეგები გამოცხადდა! გელით სკოლაში 12 იანვარს, 9 საათზე.

ყოველთვიური სიახლეების ჟურნალი

feedback_1100X600-01

ჩვენი პარტნიორები

Awesome Image
Awesome Image
Awesome Image
Awesome Image

დარეგისტრირდი 2025-2026 სასწავლო წლისთვის