შემოდგომის თავგადასავლები

სასწავლო წლის პირველ დღეებში ბიჯიესელები შემეცნებით ექსკურსიებზე იმყოფებოდნენ. ახალი შთაბეჭდილებებით წლის დაწყება მოსწავლეებისთვის საუკეთესო მოტივაციაა.
I–II კლასები: ლისის ტბა
პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები ლისის ტბას ეწვივნენ. ღია ცის ქვეშ პატარებმა სპორტის მასწავლებელთან ერთად ივარჯიშეს, ითამაშეს და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ. ეს დღე შემეცნების, ფიზიკური აქტივობისა და მხიარული დასვენების იდეალური სინთეზი გამოდგა.
III–VI კლასები: მანგლისი და ვარიანი
მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მოინახულეს, შემდეგ კი დრო მანგლისის ტყე-პარკში, სუფთა ჰაერზე გაატარეს.
მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სოფელ ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს. დღე ადგილობრივ პარკში სპორტული აქტივობებით დასრულდა.

Leave A Comment