მოსწავლეთა საბჭო

ყველა კლასში აირჩიეს მოსწავლეთა საბჭოს წარმომადგენლები. მოსწავლეები, როგორც ყოველთვის, სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ არჩევნებს.
კლასის პრეზიდენტი თავისი კლასის ხმაა. ის თანაკლასელების იდეებსა და საჭიროებებს აცნობს მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას, ხელს უწყობს კლასის ერთიანობას და პირადი მაგალითით ეხმარება სხვებს.
ვულოცავთ ახლად არჩეულ კლასის პრეზიდენტებს და გვჯერა, რომ ისინი ღირსეულად გაამართლებენ თანაკლასელების ნდობას!

 

Leave A Comment