ახალი სასწავლო წლის შთამბეჭდავი დასაწყისი

ბიჯიესის VII–XII კლასების მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ექსკურსიები მოეწყო. სასწავლო წლის პირველი დღეების ახალი ენერგიითა და შთაბეჭდილებებით დაწყება მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნის საუკეთესო წინაპირობაა.
კლასებმა მოინახულეს ბოლნისის მუზეუმი და ისტორიული ბოლნისის სიონი. შემეცნებით აქტივობებთან ერთად, ექსკურსიებმა მეგობრულ და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა.
ბიჯიესი წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელს უსურვებს ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს!

Leave A Comment