ბიჯიესში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!
ახალი აკადემიური წელი ტრადიციული საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები სკოლის სტადიონზე შეიკრიბნენ. მათ სიტყვით სკოლის დირექტორმა, ეკა კვაჭანტირაძემ მიმართა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და პირველკლასელებს ტრადიციული საჩუქრები გადასცა.
ბიჯიესის გუნდი დარწმუნებულია, რომ 2026-2027 აკადემიური წელიც, წინა წლების მსგავსად, დატვირთული იქნება მაღალი აკადემიური მიღწევებით, საინტერესო პროექტებითა და ახალი აღმოჩენებით, რაც მოსწავლეებს განვითარებასა და მეგობრული გარემოს შექმნაში დაეხმარება.


Leave A Comment