ბიჯიესი ლონდონის საზაფხულო სკოლაში

ლონდონის საზაფხულო სკოლა ბიჯიესის ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო პროგრამაა. ის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ, შეიძინონ ახალი გამოცდილება და განვითარდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ქალაქში.
პროგრამის ძირითად ნაწილს ინტერაქტიული, პრაქტიკაზე დაფუძნებული ინგლისური ენის კურსი შეადგენდა. საინტერესო გაკვეთილებმა თუ გუნდურმა აქტივობებმა მოსწავლეებს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში შეუწყო ხელი და ინგლისურად საუბრისას მეტი თავდაჯერებულობა შესძინა.
ლონდონში მიღებულ აკადემიურ და კულტურულ გამოცდილებასთან ერთად, მოსწავლეები გაერთიანებული სამეფოს ხუთ გამორჩეულ ადგილს ეწვივნენ: კემბრიჯს, ოქსფორდს, ბათს, ბრაიტონსა და სარის. ამ მოგზაურობამ მათ დაუვიწყარი მოგონებები დაუტოვა.

Leave A Comment