გემრიელი გრამატიკა – როგორ სწავლობენ მეოთხეკლასელები ბიჯიესში

მეოთხეკლასელების საკლასო ოთახი ცოტა ხნით „კაფედ“ გადაიქცა, სადაც მოსწავლეებს უჩვეულო მენიუ დახვდათ: ნამცხვრის ნაჭრებზე სხვადასხვა ბრუნვაში დასმული სიტყვები ეწერა. მოსწავლეების მისია იყო, ეპოვათ მართებული ბრუნვის სახელი და მიეკვლიათ სწორი გრამატიკული კომბინაციისთვის. დავალების შესრულების შემდეგ კი, მათ დამსახურებული ტკბილეული მიირთვეს.
ამ აქტივობის მთავარი მიზანი იყო, ბავშვებს დაენახათ, რომ გრამატიკა მხოლოდ წიგნებში დაწერილი მკაცრი წესები არ არის. ის ჩვენს ირგვლივაა, – ჩვენს ყოველდღიურობაში.
ჩვენი სკოლისთვის მსგავსი შემოქმედებითი მიდგომები უმნიშვნელოვანესია, რადგან სწავლა თამაშით ბევრად უფრო ეფექტური და სახალისოა.

Leave A Comment