შთაგონებად ქცეული სასწავლო პროცესი
მესამეკლასელებმა ორიგინალური ინტეგრირებული ინგლისურენოვანი ღია გაკვეთილი შემოგვთავაზეს, სადაც ერთ სივრცეში ჰარმონიულად გაერთიანდა- ინგლისური ენა, მუსიკა და ცეკვა.
ბავშვებმა საინტერესოდ და ამომწურავად გვიამბეს მუსიკალური საკრავების წარმოშობის ისტორია, შემდეგ კი კლასიკური მუსიკის სამყაროში გვამოგზაურეს. მათ თავადაც შეასრულეს დიდი კლასიკოსების ნაწარმოებები ფორტეპიანოზე, უკულელესა და ქსილოფონზე. ეს განსაკუთრებული გაკვეთილი ვალსით დასრულდა.
პატარებს სასიამოვნო სიურპრიზი მასწავლებლებმაც მოუმზადეს, – ვიდეოკოლაჟი, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობების მომზადების პროცესსა და ქართული ენის გაკვეთილებზე შექმნილ დიორამებს ასახავდა.
ვიდეომასალის საშუალებით დამსწრეები თავადაც გავხდით ამ შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილეები და ნათლად დავინახეთ, რამდენად საინტერესო და შრომატევადია მსგავსი ღონისძიებების მომზადება. ღია გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ინტეგრირებული სწავლების ეფექტურობა და შემოქმედებითი მიდგომის მნიშვნელოვანი როლი სასწავლო პროცესში.


Leave A Comment