ინტელექტუალური დღესასწაული – „რა? სად? როდის?“ დიდი ფინალი!
ინტელექტუალური მარათონი ბიჯიესში საზეიმო ფინალით დასრულდა. სკოლის სახლებს შორის გამართული დაძაბული ასპარეზობის შემდეგ, გადამწყვეტ თამაშში ერთმანეთს მე-9-12 კლასების გამორჩეული მოაზროვნეებით დაკომპლექტებული ორი გუნდი – „კელტები“ და „კოლხები“ დაუპირისპირდა. ოთხი სახლიდან სწორედ მათ მოიპოვეს ფინალში თამაშის უფლება და მაყურებელს ნამდვილი ინტელექტუალური დუელი შესთავაზეს.
საღამოს განსაკუთრებული სტატუსი შესძინა თამაშის წამყვანმა – სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, გიგა ჩალიგავამ, რომელიც ელიტარული ინტელექტ-კლუბის მოაზროვნე და გამოცდილი წევრია. კლასიკური „რა? სად? როდის?“ პრინციპით წარმართული 15 კითხვის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი დამატებითი რაუნდი დაინიშნა.
ამ დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება „კელტებმა“ მოიპოვეს. თამაშის თითოეულმა მონაწილემ საკუთარ სახლს 50 ქულა მოუტანა, ხოლო „კოლხებმა“ ღირსეული ასპარეზობისთვის სახლის ყულაბა 30 ქულით შეავსეს.
ვამაყობთ ჩვენი მოაზროვნეებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ ბიჯიესში შემეცნება ყოველთვის ასეთი აზარტული და შთამბეჭდავია.


Leave A Comment