მნიშვნელოვანი სიახლე!
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია Pearson Education-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში Pearson-ის ინგლისურენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ოფიციალურ აღიარებას, რაც საერთაშორისო განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Pearson Education-ის პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოში გათანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პროგრამაში ჩართული მოსწავლეებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ბიჯიესი ერთადერთი სკოლაა, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს Pearson-ის პროგრამებს და მუდმივად მუშაობს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაზე. აღნიშნული აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რადგან ეს არის იმ მრავალწლიანი შრომის შედეგი, რომელსაც ჩვენი სკოლა წლების განმავლობაში ახორციელებდა.
ბიჯიესში, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ჩვენი სკოლის დირექტორს — ეკა კვაჭანტირაძეს და ემერიტუს დირექტორს — დოქტორ კრისტოფერ გრინფილდს, რომელთა ხედვა და დაუღალავი მუშაობა სწორედ საერთაშორისო ხარისხის განათლების დამკვიდრებას ემსახურება. გვიხარია, რომ ის მიმართულება, რომელზეც ჩვენი სკოლა დიდი ხანია მუშაობს, დღეს სახელმწიფო დონეზეც დაფასდა და აღიარება მოიპოვა.


Leave A Comment