დირექტორის სვეტი

14 სექტემბერს ბიჯიესში ახალი, 2026–2027 სასწავლო წელი დაიწყო. გულითადად ვულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს! ეს წელი ბიჯიესის ისტორიაში მნიშვნელოვან ეტაპად დარჩება, რადგან სკოლა სრულად გადავიდა Pearson Edexcel-ის საერთაშორისო კვალიფიკაციებზე. ჩვენი მიზანი კი უცვლელია: მოსწავლეებს მივცეთ საერთაშორისო სტანდარტის განათლება და ამავდროულად შევუნარჩუნოთ მათ მყარი კავშირი ვინაობასთან, ისტორიასა და კულტურასთან. სექტემბერი დატვირთული და საინტერესო გამოდგა. მოსწავლეებმა აირჩიეს კლასის პრეზიდენტები და სახლების კაპიტნები, შემეცნებით ექსკურსიებზე იმყოფებოდნენ, ჩვენს გუნდს კი ახალი კოლეგები შემოუერთდნენ. მჯერა, რომ წინა წლების მსგავსად, ეს სასწავლო წელიც მაღალი აკადემიური მიღწევებით, საინტერესო პროექტებითა და ახალი აღმოჩენებით გამორჩეული იქნება.

ყოველთვიური სიახლეების ჟურნალი

feedback_1100X600-01

ჩვენი პარტნიორები

Awesome Image
Awesome Image
Awesome Image
Awesome Image

დარეგისტრირდი 2026-2027 სასწავლო წლისთვის