Previous
Next
Previous
Next

სიახლეები

 

 

ჩვენს შესახებ

თბილისის წმინდა  გიორგის ქართულ-ბრიტანული სკოლა (ბიჯიესი) პირველი ბრიტანული ორიენტაციის სასწავლებელია საქართველოში. 

იგი 2003 წელს “ბრითიშ ქონექშენის” სახელწოდებით დაარსდა. სკოლამ 2013 წელს შეიცვალა სახელი, გახდა ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) წევრი და საერთაშორისო სკოლის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად სკოლა ზოგადი განათლების სამსავე საფეხურს მოიცავს: დაწყებითს, საბაზოსა და საშუალოს.

ჩვენი პარტნიორები

ბიჯიესი საერთაშორისო საგამოცდო ორგანიზაციის – Pearson Edexcel International Examination Centre – ერთადერთი რეგისტრირებული წევრია საქართველოში და სარგებლობს უფლებით, საკუთარ მოსწავლეებს ჩაუტაროს საერთაშორისო კვალიფიკაციის (iPrimery), საატესტატო (IGCSE) და უნივერსიტეტში მისაღები (A Level) გამოცდები ქვეყნიდან გაუსვლელად, საკუთარ ტერიტორიაზე.. პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ჩვენი მოსწავლეებისათვის ხალისიანი გარემოს შექმნა პრიორიტეტული იყო ბიჯიესის მთელი გუნდისათვის.

დირექტორი გვამცნობს

ძვირფასო ბიჯიესელებო – მოსწავლეებო, მშობლებო, თანამშრომლებო – გულითადად გილოცავთ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!
დეკემბერი – სემესტრის დასასრული, როგორც ყოველთვის დატვირთული შემაჯამებელი შეფასებებითა თუ პრეზენტაციებით, ამავდროულად საინტერესო და სახალისო ღონისძიებების ნაკრებია.

BGS საახალწლოდ ემზადებოდა. ყველა კლასმა დამრიგებლებთან ერთად მოაწყო საკლასო ოთახები, სკოლის ფოიესა და ბიბლიოთეკაში კი მოირთო დიდი ნაძვისხეები, რაშიც მთელი სკოლა მონაწილეობდა.

ბიჯიესის დასკვნითი საახალწლო წვეულება ფუნიკულიორის რესტორანში მოეწყო, სადაც ყველამ მოილხინა.

დეკემბერში ბევრ აკადემიურ აქტივობაში იყვნენ ჩართული ბიჯიესელები, მაგრამ იმდენი საახალწლო ღონისძიება ჩავატარეთ, რომ გადავწყვიტეთ თვის სიახლეების სპეციალური ნომერი გაგვეკეთებინა სათაურით ,,ასე ემზადებოდა საახალწლოდ ბიჯიესი’’. დეკემბრის აკადემიურ აქტივობებს კი იანვრის ნომერში შემოგთავაზებთ.

BGS-ში ზამთრის არდადეგები გამოცხადდა!

გელით სკოლაში 9 იანვარს, 9 საათზე.