BGS-ში სწავლამ მომცა საშუალება, მიმეღო ხარისხიანი ბრიტანული და ქართული განათლება, რომელიც ორიენტირებულია ისეთი თვისებების გამომუშავებაზე, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, გუნდური მუშაობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა უნივერსიტეტში უფრო მარტივად ადაპტირებაში. ჩემი აზრით, BGS-ის მთავარი ღირსება არის ის მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო, რომელსაც სკოლის თითოეული თანამშრომელი მოსწავლეებთან ერთად ქმნის.
