BGS-ში სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამოცდილება იყო, რომელმაც ძლიერი საფუძველი ჩაუყარა ჩემს მომავალ განვითარებას.
BGS-ში უნიკალური და სიცოცხლით სავსე გარემო უზრუნველყოფილია როგორც სტუდენტების, ასევე მასწავლებლების მიერ. ასეთმა გარემომ არა მხოლოდ გაამდიდრა და გააღრმავა ჩემი აკადემიური ცოდნა, არამედ გააფართოვა ჩემი თვალსაწიერიც და მომამზადა ჩავბმულიყავი მულტიკულტურულ სამყაროში.
ბრიტანულმა და ქართულმა განათლებამ, რომელსაც სკოლა გვთავაზობს, დახვეწა ჩემი კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და პირადი პასუხისმგებლობის უნარები, რამაც უდავოდ მომამზადა საუნივერსიტეტო სწავლებისთვის.
ბიჯიესის სრულყოფილმა მიდგომამ განათლების მიმართ უზრუნველმყო ისეთი განათლებით, რომელმაც გზა გამიხსნა ევროპის უნივერსიტეტებში. ამ განათლებით ჩავირიცხე მადრიდის უნივერსიტეტში და ვიყავი გაცვლით პროგრამაში ლონდონის ბეის ბიზნეს სკოლაში. ამჟამად ვარ IE უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
და ბოლოს, ჩემთვის ბიჯიესში გატარებული დრო იყო შეუფასებელი, რომელმაც აღმჭურვა არა მხოლოდ აკადემიური ცოდნით, არამედ უნარებით და ღირებულებებით, რომლებიც საჭიროა წარმატებისთვის გლობალიზირებულ სამყაროში.
მე ვამაყობ, რომ ვარ ბიჯიესის კურსდამთავრებული და მადლობელი ვარ იმ საფუძვლისთვის, რაც სკოლამ მომცა.
