x
B G S S c h o o l
 

11 მაისს V კლასი გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ზღაპრის

– “ყველაზე კარგი პაპა” მიხედვით, დადგმული სპექტაკლით წარდგა ფართო მაყურებლის წინაშე და დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონკრეტული კლასისთვის, ბავშვების მონაცემების გათვალისწინებით, ზღაპარი პიესად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, რუსუდან მამფორიამ გადააკეთა და მანვე დადგა.

წარმოდგენაში უხვად იყო ჩართული მუსიკალური ნომრები – საგაკვეთილო პროცესში შესწავლილი სიმღერები (პედაგოგი თამარ შენგელია) და ცეკვები (პედაგოგი გიორგი კოკელაძე). აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა თავად მიიღეს მონაწილეობა დეკორაციების შექმნაში (ხელოვნების მასწავლებელები: ნინო ციციშვილი და ხათუნა ფიფია).

მსგავსი ტიპის ინტეგრირებული პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში ფანტაზიის, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, გუნდურობის შეგრძნების გაზრდასა და კლასის გამთლიანებას. ვულოცავთ V კლასელებს წარმატებას!