x
B G S S c h o o l

ბოლო ზარი

20 მაისს XII–კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მათ სახალისო პოსტერები მოუმზადეს. გულითადად ვულოცავთ მათ სკოლის დამთავრებას და ვუსურვებთ წარმატებას. ბიჯიესის კარი კი ყოველთვის ღიაა ჩვენი კურსდამთავრებულებისათვის.

ჩვენ ვქმნით, ვდგამთ, ვთამაშობთ, ვმღერით

  ალფონს დოდეს ცნობილი მოთხრობის „უკანასკნელი გაკვეთილის“  მოტივებზე მეათეკლასელებმა ამავე სახელწოდების სპექტაკლი წარმოადგინეს. მათ განაზოგადეს ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემა და საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. სპექტაკლის წარმატება მხოლოდ მათი დამსახურება არ ყოფილა – […]

ყველაზე გემრიელი აქტივობა BGS-ში

  ფანჩატურში უგემრიელესი და სახალისო აქტივობის მომსწრნენი გახლდით:  სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს შორის კულინარიული შეჯიბრი გაიმართა . კერძოდ, მათ უნდა მოემზადებინათ საგაზაფხულო სალათი.შედეგმაც არ დააყოვნა – დავაგემოვნეთ უგემრიელესი სალათები!გამარჯვებული მოსწავლეები კი […]

ამხანაგური შეხვედრა

  BGS – ისა და სკოლა  „ოპიზას“ V და VI კლასებს შორის გაიმართა ამხანაგური შეხვედრა. მეხუთეკლასელთა მატჩი BGS-ელების გამარჯვებით დასრულდა, მექვსეკლასელთა კი – ფრედ.

მორიგი ევროპული უნივერსიტეტის პრეზენტაცია ბიჯიესში

BGS hosted LCC International University representative from Lithuania who delivered a thorough presentation regarding the University’s bachelors and masters programs, admission procedures, scholarship opportunities and other important points. The main […]

უნივერსიტეტების გამოფენა ბიჯიესში

  დღეს ბიჯიესში ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა.  ჩვენი უფროსკლასელები უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების, დაფინანსების შესაძლებლობებისა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. გამოფენაში […]

თოჯინების თეატრი ბიჯიესში

  გუშინ ჩვენი პატარა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შთაბეჭდილებებით სავსე და დასამახსოვრებელი დღე იყო.   ბიჯიესში თოჯინების თეატრი გვეწვია და I-II კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო წარმოდგენა გაიმართა. ჩვენმა პატარა ბიჯიესელებმა […]

ბიჯიესელები მათემატიკის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ

  I-VIII კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. გაეცნენ ცნობილ მათემატიკოსებს, შექმნეს პოსტერები, ისაუბრეს მათემატიკის მნიშვნელობაზე, ლოგიკური მათემატიკური გამოცანების გამოცნობაც ითამაშეს და დღის დასკვნაც გაგვიზიარეს: „მათემატიკის გარეშე გამოქვაბულში ვიცხოვრებდით.“ […]

ერთი დღე სკოლის ფორმის გარეშე

  ყოველ წელიწადს,  ბრიტანული სკოლების ტრადიციის თანახმად, ბიჯიესში ტარდება საქველმოქმედო აქცია – ერთი დღე სკოლის ფორმის გარეშე.დღეს, 10 მარტს ამ ღონისძიებაზე შემოსული თანხა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს გადავეცით.

ერთად ვამზადებთ მომავალ მასწავლებლებს

  ბრიტანულ უნივერსიტეტთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში ბიჯიესი პრაქტიკის კომპონენტში ჩაერთო. მასწავლებლობის მსურველები 60 კრედიტიან კურსს შეისწავლიან უნივერსიტეტში, საგაკვეთილო პრაქტიკას კი ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს.