მთვარეზე მოგზაურობა

3 ივნისს ჩვენს მეექვსეკლასელებს საქართველოს ასტრონომიის კლუბის სასკოლო განათლების კოორდინატორი ლუკას ხუტიაშვილი ესტუმრა, რომელმაც მათ მთვარეზე პირველი მოგზაურობისა და მარსის კოლონიზაციის შესახებ უამბო, შემდეგ კი სტუმარს მოსწავლეთა უშრეტი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება […]

შეხვედრა მწერალთან

  ბიჯიესის მეოთხეკლასელები თამარ გეგეშიძის მოთხრობა  „სული–ჩიტმა“ აღაფრთოვანა, ამიტომ მათთვის ავტორთან ონლაინშეხვედრა მოეწყო. ამ თბილი შეხვედრის დროს მწერალმა არაერთ საინტერესო შეკითხვას უპასუხა და მათი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა.

ყოველთვის გამორჩეული დღე

ბიჯიესში ბავშვთა დაცვის დღე ყოველთვის  განსაკუთრებულად აღინიშნება. წელს მათ ამ დღის „საგაკვეთილო პროცესი“ თავად დაგეგმეს და სხვა სახალისო ღონისძიებებთან ერთად ჭადრაკის ტურნირი და „ფორტ ბოიარდი“ გამართეს, დღის ბოლოს კი კინოთეატრს […]

ბოლო ზარი

20 მაისს XII–კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მათ სახალისო პოსტერები მოუმზადეს. გულითადად ვულოცავთ მათ სკოლის დამთავრებას და ვუსურვებთ წარმატებას. ბიჯიესის კარი კი ყოველთვის ღიაა ჩვენი კურსდამთავრებულებისათვის.

ჩვენ ვქმნით, ვდგამთ, ვთამაშობთ, ვმღერით

  ალფონს დოდეს ცნობილი მოთხრობის „უკანასკნელი გაკვეთილის“  მოტივებზე მეათეკლასელებმა ამავე სახელწოდების სპექტაკლი წარმოადგინეს. მათ განაზოგადეს ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემა და საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. სპექტაკლის წარმატება მხოლოდ მათი დამსახურება არ ყოფილა – […]

ყველაზე გემრიელი აქტივობა BGS-ში

  ფანჩატურში უგემრიელესი და სახალისო აქტივობის მომსწრნენი გახლდით:  სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს შორის კულინარიული შეჯიბრი გაიმართა . კერძოდ, მათ უნდა მოემზადებინათ საგაზაფხულო სალათი.შედეგმაც არ დააყოვნა – დავაგემოვნეთ უგემრიელესი სალათები!გამარჯვებული მოსწავლეები კი […]

ამხანაგური შეხვედრა

  BGS – ისა და სკოლა  „ოპიზას“ V და VI კლასებს შორის გაიმართა ამხანაგური შეხვედრა. მეხუთეკლასელთა მატჩი BGS-ელების გამარჯვებით დასრულდა, მექვსეკლასელთა კი – ფრედ.

მორიგი ევროპული უნივერსიტეტის პრეზენტაცია ბიჯიესში

BGS hosted LCC International University representative from Lithuania who delivered a thorough presentation regarding the University’s bachelors and masters programs, admission procedures, scholarship opportunities and other important points. The main […]

უნივერსიტეტების გამოფენა ბიჯიესში

  დღეს ბიჯიესში ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა.  ჩვენი უფროსკლასელები უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების, დაფინანსების შესაძლებლობებისა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. გამოფენაში […]