ჩვენი სკოლის მფარველის,
წმინდა გიორგის ხსენების დღეს, BGS-ში ტრადიციულად ეწყობა დიდი საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა, რომელშიც მთელი სკოლა იღებს მონაწილეობას.
ეს არის განსაკუთრებული დღე BGS – ელებისათვის, ერთდროულად სახალისო და ძალიან სასარგებლო პროექტი.
როგორც ვიცით, ეს დღე ჩვენი კურსდამთავრებულის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება, ნიკას მშობლები და მეგობრები ყოველწლიურად მონაწილეობენ აქციაში.
ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პატარა მეგობარს, საოცრად ნიჭიერ მხატვარს – ცოტნე მიქუტიშვილს.
თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ წელსაც ვიკრიბებით, ოღონდ 2020 წლის 6 მაისს BGS უჩვეულო გარემოში აღნიშნავს.
გაკვეთილები არ ჩატარდება: პატარებს ვთავაზობთ მრავალფეროვან სახალისო პროგრამას და შეუძლიათ საკუთარი სურვილით აირჩიონ აქტივობა.
უფროსებისთვის კი გაიმართება ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ფინალური შეხვედრა.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა BGS – ელსა და ჩვენს ერთგულ მშობლებს.
ვიდეორგოლის საშუალებით გავიხსენოთ, როგორ აღვნიშნავდით წლების განმავლობაში 6 მაისს BGS-ში.