x
B G S S c h o o l
 

6 მაისს, ზუსტად 12:30 წუთზე, მთელი სკოლა შეიკრიბა “ზუმის დარბაზში”

BGS-ელები ძალიან გახარებული იყვნენ ერთმანეთის ხილვით.

ჩვენმა დირექტორმა, ქალბატონმა ეკამ ყველას მიულოცა გიორგობა და შეგვახსენა, თუ რა მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა ჩვენი სკოლისათვის.

რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად იყო ნიკა მესხის დედა, ქალბატონი მაია.

სასიამოვნო და სახალისო იყო ბატონი დავითის მიერ მომზადებული ვიდეორგოლის საშუალებით თვალის გადავლება, თუ როგორ აღვნიშნავდით წლების განმავლობაში გიორგობას BGS-ში.