x
B G S S c h o o l
 

ჩვენი სკოლის მფარველის,

 წმინდა გიორგის ხსენების დღეს, BGS-ში ტრადიციულად ეწყობა დიდი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მთელი სკოლა იღებს მონაწილეობას.

ეს არის განსაკუთრებული დღე BGS – ელებისათვის, ერთდროულად სახალისო და ძალიან სასარგებლო პროექტი.

როგორც ვიცით, ეს დღე ჩვენი კურსდამთავრებულის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება, ნიკას მშობლები და მეგობრები ყოველწლიურად მონაწილეობენ აქციაში.

ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პატარა მეგობარს, საოცრად ნიჭიერ მხატვარს – ცოტნე მიქუტიშვილს.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ წელსაც შევიკრიბეთ, ოღონდ 2020 წლის 6 მაისი BGS-მა უჩვეულო გარემოში აღნიშნა.

გაკვეთილები არ ჩატარდა: პატარებს შევთავაზეთ მრავალფეროვანი სახალისო პროგრამა.

უფროსკლასელებისთვის კი გაიმართა ინტელექტუალური თამაშის – “რა? სად? როდის?” ფინალური შეხვედრა.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა BGS-ელსა და ჩვენს ერთგულ მშობლებს.