x
B G S S c h o o l
 

პირველ ივნისს მერვეკლასელებმა

 ქართულის მასწავლებლის, ქეთევან სირაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს საინტერესო პროექტი, რომელიც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს მიუძღვნეს. მოსწავლეებმა მოგვითხრეს, როგორ გახდა საქართველო უდიდეს სიწმინდეთა – ელიას ხალენისა და ქრისტეს კვართის მფლობელი ქვეყანა, როგორი იყო წმინდა ნინოს გზა და როგორ გაქრისტიანდა ქართველი ერი, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს პირველ ქართულ ქრისტიანულ ტაძარს – სვეტიცხოველს.