x
B G S S c h o o l
 

16 ივნისს, ტრადიციულად ღია ცის ქვეშ,

BGS-ის სტადიონზე სკოლის დამამთავრებელი ღონისძიება ჩატარდა. წლევანდელი სასწავლო წელი არაორდინალური გახლდათ და შესაბამისად, ეს ღონისძიებაც ცოტა განსხვავებულად წარიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ, ბრიტანეთიდან კი ჩაგვერთო ემერიტუს დირექტორი ქრისტოფერ გრინფილდი. კლასის დამრიგებელი ძალიან თბილი სიტყვით გამოეთხოვა მოსწავლეებს. თავის მხრივ, ბავშვებმაც დიდი მადლობა გადაიხადეს თანადგომისა და ძალისხმევისათვის.
მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის სახალისოა, მაგრამ, ამავდროულად, ნაღვლიანი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს!