ზოგიერთმა ჩვენგანმა ალბათ, არც იცის, რომ ამერიკული კალათბურთის 21 წლის ამომავალი ვარსკვლავი სანდრო მამუკელაშვილი BGS-ელია!
ქართული ეროვნული კალათბურთის იმედმა თავის კლუბ „სეტონ ჰოლის“ შემადგენლობაში ამას წინათ მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. „სეტონ ჰოლმა“ „დეპაული“ ანგარიშით 60:52 დაამარცხა. მატჩის შემდეგ სანდროს „დიდი მცველის“ (Big Guard) პრიზი მიანიჭეს, რადგან 25 ქულის მოპოვებასთან ერთად, მან საუცხოოდ ითამაშა დაცვაში.
ასეთი მატჩები ჩვეულებრივი ამბავია სანდროსთვის, რომლისთვისაც NBA დრაფტი უახლოესი მომავლის საკითხია.
ვუსურვოთ წარმატებები სანდროს!