x
B G S S c h o o l
 

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში დაარსდა 2020 წელს, ბუკინგემის უნივერსიტეტის მხარადჭერით.

 უნივერსიტეტი ახორციელებს ორ საბაკალავრო პროგრამას (ბიზნესი და მენეჯმენტი, პოლიტიკის მეცნიერება), რომელიც შემუშავებულია ბუკინგემის უნივერსიტეტთან ერთად. 24 თებერვალს ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა BGS-ის მე-11-12 კლასის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის მისია და ხედვები, განიხილეს საბაკალავრო პროგრამების მიზნები, უნივერსიტეტში მიღების პროცედურა, სტაჟირებისა და დაფინანსების შესაძლებლობები.