x
B G S S c h o o l
 

COVID-19 – ის გავრცელებით მსოფლიოში 

შექმნილი სრულიად უპრეცენდენტო სიტუაციის გამო, 18 მარტს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო სკოლების დახურვის და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე GCSE/A Level გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება.

რაც შეეხება International GCSE და International A Level გამოცდებს, მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც საგამოცდო პერიოდის დროს არ იმოქმედებს ადგილობრივი მთავრობის მიერ განსაზღვრული რაიმე ტიპის შეზღუდვა, აღნიშნული გამოცდები ჩატარდება არსებული ცხრილის მიხედვით. ხოლო, შეზღუდვის არსებობის პირობებში – Ofqual (დიდი ბრიტანეთის კვალიფიკაციების და გამოცდების ოფისი – მაკონტროლებელი ორგანო), JCQ (დიდი ბრიტანეთის კვალიფიკაციების საბჭო) და Pearson Edexcel (საგამოცდო ორგანიზაცია) თითოეულ საგამოცდო ცენტრთან, და მათ შორის ჩვენ სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებენ იმაზე, რომ ყველა მოსწავლეს, რომელიც რეგისტრირებულია გამოცდებზე მიენიჭოს შესაბამისი კვალიფიკაცია ადექვატური შეფასებით.