x
B G S S c h o o l
 

COVID-19 -ის გავრცელების გამო, დიდ ბრიტანეთსა

და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გაუქმდა GCSE და A Level გამოცდების 2020 წლის ზაფხულის სესია. ის მოსწავლეები, რომლებიც იყვნენ რეგისტრირებული აღნიშნული გამოცდებისთვის, წელს მიიღებენ დაანგარიშებულ (გენერირებულ) ნიშანს, რომელიც დაფუძნებულია მასწავლებლის მიერ დაწერილ შეფასებაზე. ეს ნიშნები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე განაგრძონ განათლების შემდგომი ეტაპი, და ამავე დროს, ზუსტად ისევეა ვალიდური, როგორც ნებისმიერი სხვა წლის საგამოცდო შედეგი. BGS-მა, დიდი ბრიტანეთის საგამოცდო ორგანიზაცია Pearson Edexcel – ის პლატფორმაზე უკვე ატვირთა მასწავლებლების მიერ დაწერილი ცენტრის შეფასებები. მოდერაცია/სტანდარტიზაციის შემდგომ Pearson Edexcel გამოაქვეყნებს A Level (13 აგვისტო) და GCSE (20 აგვისტო) დაანგარიშებულ (გენერირებულ) ნიშნებს.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს!