ამ დღეს ქართველი მწერლები „ქართული საბავშვო წიგნის დღეს“ აღნიშნავენ, აწყობენ შეხვედრებს ქართული წიგნის პოპულარიზაციის მიზნით. BGS-ის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ამ ღონისძიებაში. II და V კლასის მოსწავლეები შეხვდნენ საბავშვო მწერალსა და ილუსტრატორს ლელა ცუცქირიძეს; III და IV კლასის მოსწავლეები კი – ეთნომუსიკოლოგსა და მწერალს მაია გელაშვილს. ბავშვებმა ძალიან ისიამოვნეს და გამოთქვეს კვლავ შეხვედრის სურვილი.